„კაცი, რომელიც ჩავა, თუნდაც ძალიან დიდი გულშემატკივარი იყოს ამა თუ იმ პარტიის, რათა ვინმე სცემოს, ის სპორტსმენი არ არის“,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
„თუკი უმრავლესობის დეპუტატის, პიჯაკის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, მე მაქვს კითხვა: 20 კაცის მიერ პარლამენტის წევრების, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ფეხქვეშ გაგდება, ცემა-ტყეპა მთელი მსოფლიოს დასანახად ისჯება თუ არა? როგორ არის საქმე – ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ მელიას ჯანმრთელობა?! საერთოდ, ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა პატივისცემას. არ მინდა სიტყვა „სპორტსმენი“ გამოვიყენო იმ ჯალათების მიმართ, რომლებიც თურმე სპორტსაც ემსახურებიან. არანაირი სპორტსმენები ისინი არ არიან, დაივიწყეთ. სპორტსმენი არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და პატივსაცემი პროფესია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილი – ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ მელიას ჯანმრთელობა?!
2016/05/25 13:19:56
ნანახია: 1814 ჯერ