რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს და თბილისელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს „ქართული ოცნება“ კახა კალაძეს პრემიერ-მინისტრობისთვის, ხოლო თეა წულუკიანს პრეზიდენტობისთვის ამზადებს.
„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს და თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი. უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც, რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, – აღნიშნა კალაძემ.