საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩები მიიღო. გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები 6 ქვეყნის დიპლომატმა გადასცა: ჰონდურასის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა რამონკუსტოდიო ესპინოსამ (რეზიდენციით ბერლინი), ბენინის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა ანისეტ გაბრიელ კოჩოფამ (რეზიდენციით მოსკოვი), არაბთა გაერთიანებული საამიროების დანიშნულმა ელჩმა იასიმ მოჰამად მუბარაკ აბდულა ალ ქასიმმა (რეზიდენციით ერევანი), ტაჯიკეთის რესპუბლიკისდანიშნულმა ელჩმა ზოჰირ საიდოვმა, (რეზიდენციით ბაქო), ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკისდანიშნულმა ელჩმა დოან თი სუან ჰიენმა (რეზიდენციით ასტანა), მოლდოვის რესპუბლიკის დანიშნულმაელჩმა გიორი ლეუკამ, (რეზიდენციით ბაქო).
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები 6 ქვეყნის დიპლომატმა გადასცა
2016/05/25 15:37:43
ნანახია: 1669 ჯერ