ნოემბერში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 86%-ით გაიზარდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 133 732 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ნოემბერი 71,746- მგზავრი).
„მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვანი ზრდაა ნოემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების კუთხითაც და 56 % ზრდა დაფიქსირდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში 417 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ნოემბერი 268 რეისი).
რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1 514 280 მგზავრი გაატარა. რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება. (2022 წლის იანვარ-ნოემბერი 665,732 მგზავრი).
ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4 504 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ნოემბერი 737,478 რეისი).
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.