ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქი თავს უკეთ გრძნობს. მის პალატასთან ილია მეორის თანმხბელი სასულიერო პირები იმყოფებიან.
ხვალისთვის გახდება ცნობილი, თუ როდის ჩამოიყვანენ პატრიარქს თბილისში, სადაც, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს. მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა.
კომენტარები