ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ჟურნალ “თბილისელებთან” გულახდილად საუბრობს და ამბობს, რომ ქმარს ყველაფერს ეკითხება.
“ყველაფერს ვეკითხები ბექას, მაგრამ ნებართვის აღებას არ ვგულისხმობ – ამას რჩევის სახე აქვს. ბექაც სულ ითვალისწინებს ჩემს აზრს. რაღაც მნიშვნელოვანი, რომ გადაწყვიტოს ძირეულად შეცვალოს და მერე გავიგო ძალიან მეწყინება. რაც არ უნდა კარგი იყოს. მაინც არ გამიხარდება.
არაფერს მიკრძალავს, ჩაცმაზე არ აქვს გართულება. დროის უქონლობა კი აწუხებს, მაგრამ თუ იცის რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, არც ამაზე აქვს გართულება. გოგონებთან ერთად სადმე ყოფნასა თუ უცხოეთშიც წასვლასაც არ მიშლის.
ერთადერთი, რაზეც გართულება აქვს, არ უყვარს, ღამის კლუბში მის გარეშე წავიდე და არც მივდივარ. ბექასთან ერთად ბევრად კარგად ვერთობი. ამიტომ, ამ აკრძალვას არ ვაპროტესტებ. თვითონაც ყოფილა ღამის კლუბში მარტო და არ მქონია ამაზე გართულება.
შემიძლია დავიფიცო, რომ 7 წლის განმავლობაში გადაბრუნებული აზრი არ მომსვლია ბექაზე: სად არის, ვისთან არის. იმას თუ დავუშვებ ტვინში, რომ შენი ქმარი შეიძლება, სხვასთან იყოს მორჩა, დამთავრდება ყველაფერი. თუ ამას ტვინში დაუშვებ, რეალურადაც მოხდება, ასე მჯერა”…
“მაშინ მარტო გათხოვება მინდოდა სიყვარულისაგან დაბრმავებული დავდიოდი, საერთოდ არ ვფიქრობდი შედეგზე. მართლა გამიმართლა, ბექა, რომ შემხვდა – ეს ბიჭი არის გამგები, ყველანაირად მიწყობს ხელს. ჩემი წარმატება უხარია. ამ ყველაფაერზე მაშინ არ ვფიქრობდი, თუმცა ყველაფრი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს 17 წლის ასაკში წარმომედგინა. როცა ბავშვი გყავს, კიდევ სხვა სირთულეებია: ბავშვს უნდა ყურადღება, შენს საქმეებს აკლებ ან, პირიქით, გიჟურ რეჟიმში გიწევს ცხოვრება. მაგრამ უკვე მივეჩვიე და ვერ წარმომიდგენია, ეს რეჟიმი რომ შევცვალო”, – ამბობს მანიკა ასათიანი.