„მე ჩემი ბიოგრაფიით ძალიან ვამაყობ. პროკურატურაში მუშაობა დავიწყე შევარდნაძის დროს 2003 წელს და 2006 წლის დასაწყისში ჩემი ნებით დავწერე განცხადება და წამოვედი, რადგან არ მინდოდა სააკაშვილის რეჟიმის მსახური ვყოფილიყავი. ამის შემდგომ, 2008 წელს უკვე დავიწყე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი. სად იყო მაშინ ეს ელისაშვილი და „პარტიზანი მებაღეები”. მე ჩემი წარსულით ვამაყობ განსხვავებით ელისო კილაძისგან, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი პროვოკატორი. როდესაც მან მთელი საქართველო აგენტებად შერაცხა, ჯერ თავის წარსულს გადახედოს”, – ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია „იბერიის” ეთერში განაცხადა. როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, „ქრონიკა +”-ის დირექტორი ელისო კილაძე, ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა აგენტობაში ამხილა.
„ირმა ინაშვილმა ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამხილა ელისო კილაძე. ციტირებას გავაკეთებ მისი განცხადებისას: „თავისუფალი აზრის სახლი”, რომლის ხელმძღვანელი იყო ელისო კილაძე ივანე მერაბიშვილის რუპორია. „თავისუფალი აზრის სახლი” და მისი აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ელისო კილაძე კუდ-ის ფარული თანამშრომელი, კოდური სახელით ნუკრი ოპოზიციის წინააღმდეგ ტყუილსა და ცილისწამების კამპანიებში აგრძელებს, დაემსხვრა რა ოპოზიციის ე.წ. მხილების ობიექტი, ჩაუარდა რა ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებზე ბინძური და ცილისმწამებლური იარლიყების მიწებების ოპერაცია ხელისუფლება სავი პიარის ახალ სტადიაზე გადავიდა. გუშინ, 2011 წლის 3 თებერვალს, ბატონმა ივანე მერაბიშვილმა ქალბატონ ელისო კილაძეს, იგივე ნუკრის პირით გვამცნო, რომ თურემ „ობიექტივის” ოფისში „ქართული პარტიის” ადმინისტრაციის უფროსმა ბატონმა ვახტანგ ბეგიასვილმა ღიად განაცხადა, რომ ის ფიზიკურად დასჯის ელისო კილაძეს.”
ეს განცხადება ყველას შეუძლია ნახოს”, – აღნიშნა მჟავანაძემ.
“რეპორტიორი”