საქართველოს უმეტეს რაიონში, 18 თებერვლამდე თოვა შენარჩუნდება.
დღეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება. შედეგად, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი. თბილისში კი, ქარის სიჩქარე წამში დროგამოშვებით 17-22 მეტრი იქნება.
ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ითოვებს, ღამით ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან. თბილისში იქნება მცირე თოვლი. ქვეყნის უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი წამში. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი კვლავ ქარბუქია მოსალოდნელი.
18 თებერვლიდან 21 თებერვლამდე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა ღამით ყინვა შენარჩუნდება.
ხვალ, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -3; +2 გრადუსი იქნება; დღისით -1;+4 გრადუსი; მთაში – -8; -3 გრადუსი; დღისით – -5;0 გრადუსი; მაღალმთაში ღამით – -14;-9 გრადუსი; დღისით – -8;-3 გრადუსი;
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -9-4 გრადუსი; ზოგიერთ რაიონში -13 გრადუსი იქნება, დღისით – -1;+4 გრადუსი; მათაში ღამით მოსალოდნელია -17;-12 გრადუსი; დღისით -7;-2; მაღალმთაში – -18;-13 გრადუსი, ზოგან -25 გრადუსამდე; დღისით – -11;-6 გრადუსი;
თბილისში ღამით მოსალოდნელია -5 გრადუსი; დღისით +3 გრადუსი.
18 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -7;-2 გრადუსი იქნება; დღისით 5;10 გრადუსი; მთაში – -13;-8 გრადუსი; დღისით – -1;4 გრადუსი; მაღალმთაში ღამით – -20;-15; დღისით – -4;+1;
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -8;-3 გრადუსი; ზოგიერთ რაიონში -16 გრადუსი იქნება, დღისით – 0;5 გრადუსი; მთაში ღამით მოსალოდნელია -18;-13 გრადუსი; დღისით -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში – -20;-15 გრადუსი, ზოგან -26 გრადუსამდე; დღისით – -8;-3 გრადუსი;
თბილისში ღამით მოსალოდნელია -6 გრადუსი; დღისით 4 გრადუსი.
საქართველოში უამინდობა გაგრძელდება
2017/02/16 14:34:02
კომენტარები
ნანახია: 1294 ჯერ