გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის მოსანახულებლად ბერლინის კლინიკაში მივიდა. პრემიერს კლინიკაში პატრიარქის მკურნალი ექიმები დახვდნენ.
საქართველოს მთავრობის მეთაური პატრიარქს მოინახულებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნობა. ამ მიზნით გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში დაგეგმილზე ადრე ჩავიდა. როგორც ცნობილია, უკვე ხვალიდან პრემიერი გერმანიაში ვიზიტს დაიწყებს.
უწმინდესს რამდენიმე დღის წინ ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდა. ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. ის სამშობლოში მომავალი კვირის დასაწყისში დაბრუნდება.
კომენტარები