“არავითარ გაუგებრობას არ აქვს ადგილი”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პროკურატურის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას განმარტა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს ეხება.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ძალოვანთა კოორდინირებული მუშაობით ქვეყანამ ტრაგედია აიცილა თავიდან.
“არავითარ გაუგებრობას არ აქვს ადგილი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ, ძალოვანი სტრუქტურების სახელისუფლო გუნდის კოორდინაციის შედეგად, ქვეყანას ავაცილეთ ძალიან დიდი ტრაგედია. გამოძიება მიმდინარეობს არაერთი მიმართულებით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომენტარები