უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, უკრაინის არმიის რაოდენობრივი შემადგენლობით უკმაყოფილოა. ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე საბრძოლველად არმიას მეტი ჯარისკაცი სჭირდება. უკრაინული მედია წერს, რომ ახალი ცოცხალი ძალით უზრუნველყოფა ზალუჟნიმ რადას დეპუტატებს მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს მოსთხოვა.
„მითხარით ვისთან ერთად ვიბრძოლო!, ან მიმართეთ მსოფლიოს და სთხოვეთ ადამიანები ან, თუ რიგების გაზრდის უზრუნველყოფა არ შეგიძლიათ, თავად წამოდით და იბრძოლეთ“, – ზალუჟნის ამ ნათქვამს უკრაინული გამოცემა „ნიუ ვოისი“ აქვეყნებს.
გამოცემა ასევე წერს, რომ მთავარსარდალი ფრონტის ხაზზე გასამართლებულებისა და პატიმრების გაგზავნის წინააღმდეგია.
მობილიზაციის შესახებ კანოპროექტის განხილვა რადას უშიშროების კომიტეტმა 4 დეკემბერს დაიწყო.
კომენტარები