ღაზის სექტორში ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყებიდან სამი თვე გავიდა. ანკლავის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები არ წყდება. ღაზისა და ისრაელის საზღვარზე, სარაკეტო იერიშების გამო, მთელი ღამე გამაფრთხილებელი სიგნალი ისმოდა. ისრაელის თავდაცვის სისტემამ სექტორიდან გაშვებული რაკეტები მოიგერია. ცნობები ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
პარალელურად, გრძელდება ისრაელის ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ. „ცაჰალში“ აცხადებენ, რომ მთავარი ძალისხმევა ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებზეა კონცენტრირებული. სამხედრო ოპერაცია ტარდება იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც. ისრაელის განცხადებით, მთავარი მიზანი უცვლელია და ეს „ჰამასის“ სრული განადგურებაა.
კომენტარები