ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უარყო კრიტიკა ვადაზე ადრე გადადგომის შესახებ მისი გეგმების თაობაზე და აღნიშნა, რომ საკმარისი დროა მისი შემცვლელის ასარჩევად და რომ ევროკავშირს აქვს ვარიანტები, რათა თავიდან აიცილოს ვიქტორ ორბანის კანდიდატურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დროებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გახდება, ვინაიდან 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ უნგრეთი იქნება.
“მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ივნისში გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ჩემს მემკვიდრეზე, ხოლო [ევრო]პარლამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ივლისში იქნება. ასე რომ, საბჭოსთვის ადვილია გადაწყვეტილების მიღება. პოლიტიკური ნების შემთხვევაში, უამრავი ინსტრუმენტი არსებობს ვიქტორ ორბანის კანდიდატურის თავიდან ასაცილებლად”, – აღნიშნა შარლ მიშელმა.