რუსთაველის გამზირზე “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები და მხარდამჭერები იკრიბებიან. ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უერთდება.
“რუსთავი 2” 18 თებერვლიდან საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა, გათიშულია ვებგვერდებიც (“რუსთავი 2”, “მარაო”, “COMEDY არხი”).
ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით, უზენაესი სასამართლო ტელეკომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას აპირებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ უნდა გამოიტანოს.
კომენტარები