სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დასახვედრად აეროპორტში მრევლი და სასულიერო პირები იკრიბებიან.
ილია მეორე თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით რამდენიმე წუთში ჩამოფრინდება.
ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია. გერმანელი ექიმების განცხადებით, გართულებებს არ ელოდებიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თბილისში ჩამოვლენ და ილია მეორეს მოინახულებენ. წმინდა სინოდის წევრთა ნაწილმა გერმანია უკვე დატოვა. გამომგზავრებამდე ილია მეორეს გერმანელი მედიკოსები კიდევ ერთხელ გასინჯავენ.
კომენტარები