ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ სინდისი დაუშლით და არ იზამენ?! – ასე ეხმიანება პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე „ნაციონალური მოძრაობის” სურვილს ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ.
„როცა ძალადობაზე ვსაუბრობთ, „ნაციონალები” რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას გვპირდებიან, ეს ხომ ნიშნავს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, ანუ იმას, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სულის ამოხდით ემუქრებიან?!
ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ სინდისი დაუშლით და არ იზამენ?! ან იქნებ იმ ფარისეველი პოლიტ და მედიაექსპერტების მოერიდებათ, კოფებრეიკებზე ბრტყელ- ბრტყელ სიტყვებს რომ იძახიან და ერთ ადგილს ათამაშებენ. თუ ევროპის სახალხო პარტია შეაჩერებთ?!
აბა ერთი ახსნას ვინმემ, რა გარანტია არსებობს, რომ იმავეს არ გაიმეორებენ უფრო მეტი სისასტიკით, რა იძლევა ასეთი ვარაუდის საბაბს?! მხოლოდ ის რომ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს?! ეგრე ნაცისტებიც არჩევნებით მოვიდნენ“, – წერს მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.