თურქეთის პოლიციამ ართვინის პროვინციაში, საზღვართან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. მამაკაცს 28 წლის ქალბატონი საზღვარზე ჩემოდნის საშუალებით გადაჰყავდა.
სამართალდამცავებმა ბარგი საეჭვოდ მიიჩნიეს და მფლობელს მისი გახსნა მოსთხოვეს. გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცემოდანში ქალბატონი იჯდა.
ეჭვმიტანილებმა საზღვარი სარფში გადალახეს, თუმცა ისინი ჰოფაში აიყვანეს. დაკითხვისას გაირკვა, რომ ქალბატონის დეპორტაცია თურქეთიდან სამი თვის წინ განხორციელდა, ვიზის მოქმედების გასვლის მიზეზით.
კომენტარები