საზოგადოებრივ მაუწყებელს კონცერტები, სააღდგომო და სხვა ღონისძიებები 2016 წელს 94 470 ლარი დაუჯდა, – ამის შესახებ „აიპრესს“ მაუწყებლიდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცნობეს.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ღონისძიებები მაუწყებლის ბიუჯეტს ყველაზე მეტი იანვრის თვეში დაუჯდა 17 177 ლარი, ხოლო ყველაზე მცირე მარტში 4 046 ლარი.
თვეების მიხედვით ამ ღონისძიებებზე ყოველთვიურად უმეტესად 4 000 ლარიდან 8 000 ლარამდე იხარჯებოდა რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ასეთი გამონაკლისი თვე იყო იანვარი, აგვისტო და სექტემბერი.
www.ipress.ge
კომენტარები