ჩაფიძის კლინიკის პულმონოლოგიური დეპარტამენტის, პროფესორ თამაზ მაღლაკელიძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს.
“პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავს უკეთესად გრძნობს. ცხელება არ აქვს. აღენიშნება დადებითი დინამიკა ლაბორატორიული და კლინიკური მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით ანთების მარკერები რომლებიც ჩვენთვის სპეციფიურია, ქვემოთ წამოვიდა. არ არის ჩივილებიც. ექიმებს შორის, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, მოლაპარაკება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ პაციენტმა გააგრძელოს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. თარიღი კონკრეტდება. მწვავე პერიოდი გავლილია და პაციენტი მიდის გამოჯანმრთელებისკენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია სტაციონარი დატოვოს”, – განაცხადა პროფესორმა.
ექიმის ინფორმაციით, დეკანოზი დამატებით კვლევებს აღარ საჭიროებს.