კანონი არ ითვალისწინებს, რომ ბრალდებული დროებით მოიყვანონ საპატრიარქოში, – ამის შესახებ საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
”მე წავიკითხე პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადება, სადაც მამა მიქაელი საუბრობს, რომ უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გასვლა პენიტენციარულ დაწესებულებაში ან საავადმყოფოში, შეუძლებელია, ხოლო კანონი არ ითვალისწინებს, რომ ბრალდებული დროებით მოიყვანონ საპატრიარქოში. ეს პრეცედენტი, მე როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან ცუდი საბაბი. მომავალში ეს მთლიანად დაანგრევს იმ სამართლებრივ სისტემას, რაზეც დღეს სახელმწიფო დგას”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
კომენტარები