სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონ აბულაძე ქართულ მედიასივრცეში არსებულ გადაცემებს, კერძოდ – ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს მკაცრად აკრიტიკებს. “არ იცის თავის თავს რას უმზადებს. ვერ ხვდება, ბრმაა. გამოჰყავს შოუში ქალი, რომელიც ამბობს, რომ უამრავ მამაკაცთან არის ნამყოფი და ამით ამაყობს… ტელევიზიით ისეთ შოუებს უშვებენ, რომელთან წვდომაც პატარა ბავშვებს აქვთ. როცა მთელი მსოფლიო წამხდარია და შენი მასმედიის საშუალებებიც ამას ემსახურებიან, შენ, როცა ამ კანონმდებლობით, მე, სასულიერო პირს მიკრძალავ ვთქვა-ეს არ არის კარგი, როცა შენი კანონმდებლობით, უკანასკნელ შანსს მიკარგავ ვუთხრა ადამიანებს, რომ ეს არ არის კარგი, რომ ეკლესიამ თავის შვილებს უთხრას მოერიდეთ ამას და შენ ციხით მემურები, შენ იმ ბალთაზარზე უარესი ხარ! შენ ადამიანის სული გინდა ამოიღო, გააბინძურო და გაათახსირო!”, – ამბობს მეუფე სპირიდონი.
მეუფე სპირიდონი “ნანუკას შოუს” უპირისპირდება
2017/02/23 13:35:47
ნანახია: 2038 ჯერ