საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოინახულა. ამის შესახებ “კვირას” საპატრიარქოში განუცხადეს.
ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მან საპატრიარქო დაახლოებით 15 წუთის შემდეგ უკომენტაროდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდა. უწმინდესი საქართველოში 18 თებერვალს დაბრუნდა.
კომენტარები