მამა მიქაელ ბოტკოველი შესაძლოა დაბრუნდეს, – ამის შესახებ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ საპატრიარქოში შესვლამდე განაცხადა.
მისი თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველმა წასვლის შესახებ ”ემოციური განცხადება გააკეთა”.
”პატრიარქის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიცი, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ მიქაელ ბოტკოველი არის პატრიარქის ერთგული თანამებრძოლი და ეკლესიაში იქნება მის გვერდით”, – განაცხადა ანდრიაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.
კომენტარები