კონკრეტულ ქვეყნებში ადეიშვილის მოადგილე ატარებს „ვეიტინგს“, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, როგორც გაგრძელდება ეს პროცესები. ჩვენთვის ეს მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაზე.
„ვეიტინგს“ რაც შეეხება, მიზანი არის ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული მსგავსი პროცესები 2004 წლამდე. 2004 წლის შემდეგ იგივე მიზნით სურთ პროცესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში. ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულებაზე, რათა მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ასეთ მიდგომებს მხარს ვერ დავუჭერთ. არის კონკრეტული ქვეყნები, სადაც მაგალითად, დღეს ცნობილი ადეიშვილის მოადგილე ატარებს „ვეიტინგს“. როგორც გაგრძელდება ეს პროცესები, შეგვიძლია ვივარაუდოთ. ჩვენთვის ასეთი პროცესები აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.