საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
აღნიშნულ კანონპროექტს იანვარში მხარი დაუჭირა ეროვნულმა ასამბლეამაც. საკანონმდებლო პროცედურის თანახმად, კანონპროექტი პარლამენტის ერთობლივ სესიას გადაეცემა. ერთობლივ სესიაზე, რომელიც 4 მარტს გაიმართება, კანონპროექტის დამტკიცებას ხმათა 3/5 სჭირდება.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის თქმით, დღევანდელი დღე “ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და საპარლამენტო ისტორიის ნაწილია”.
კომენტარები