უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას, რადგან ეს მისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს.
მისი თქმით, “რუსები დიდი სიამოვნებით გაყინავდნენ ყველაფერს, როგორც ახლაა”, რათა უკრაინა “აღიაროს მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორია”.
ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში “ისინი [რუსები] იზეიმებდნენ გამარჯვებას”, თუმცა “[ომის გაყინვა] არასდროს მოხდება”.
კომენტარები