ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ადვოკატი ია რეხვიაშვილი სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
„ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიაშვილი.
ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, – წერს დავით ასათიანი Facebook-ზე.

კომენტარები
