თელ ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა ათასობით ადამიანმა მოითხოვა.
აქციის მონაწილეებმა მთავრობას „ჰამასთან“ მიმდინარე ომის არასათანადოდ მართვაში დასდეს ბრალი და ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 130-ზე მეტი ისრაელელების გათავისუფლება მოითხოვეს.
პოლიციამ დემონსტრაციის 7 მონაწილე დააკავა.
ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია იერუსალიმში, ჰაიფაში და ისრაელის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
ბოლო პერიოდში საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო დაჟინებით მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, ღაზის სექტორში დროებით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს.
კომენტარები