ნატო მზად არაა უკრაინაში საკუთარი ჯარების გასაგზავნად, ეს გაცილებით უფრო რთული პროცესია, ვიდრე ევროპაში ზოგიერთებს წარმოუდგენიათ, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის სპიკერმა, შიმონ ჰოლოვნიამ განაცხადა.
„ვიცი, რა თქვა ემანუელ მაკრონმა და რას ფიქრობს ის, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ნატო მზადაა ომში ასეთი მონაწილეობისთვის. ამ ოპერაციაში ნატოს ცალკეული ქვეყნების მონაწილეობაც კი პრობლემური იქნება. ერთი ნატოელი ჯარისკაცის გარდაცვალება განიხილება როგორც მთელ ალიანსზე თავდასხმა. ვალდებულები ვიქნებით, კოლექტიური პასუხი გავცეთ. ამიტომ ამ საკითხზე დისკუსიები მიმდინარეობს“, – აღნიშნა სეიმის სპიკერმა.
მისივე თქმით, ახლა უკრაინას დასავლეთისგან არა ცოცხალი ძალა, არამედ ტექნოლოგიები სჭირდება, ვინაიდან მხოლოდ ტექნოლოგიური უპირატესობა მოუტანს უკრაინას გამარჯვებას.
კომენტარები