„ქართული ოცნება“ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის და არა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ გამოდის – სულ მცირე მოსახლეობის 90% ემხრობა კანონს, რომელიც აკრძალავს სახიფათო პროპაგანდას. ეს ის თემაა, რომელზეც პირდაპირი პოზიციის დაფიქსირებას, თითქმის ყველა პოლიტიკური გუნდი გაურბის, გარდა მმართველი პარტიისა. მიზეზი მარტივია, რადიკალებს აქვთ დავალება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარდაჭერის, „ქართული ოცნება“ კი ამ პროპაგანდის კატეგორიული წინააღმდეგია.
ადამიანის უფლებების დაცვა „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულებაა. კონკრეტულმა პოლიტჯგუფებმა ინიციატივის გაჟღერებისთანავე დაიწყეს ჯერ არ დაწერილი კანონპროექტის დისკრედიტაცია.
2012 წლის შემდეგ ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფის, სხვის პირად სივრცეში შეჭრა, შანტაჟი არატრადიციული ცხოვრების წესით და მსგავსი ბინძური პოლიტიკური თამაში დასრულებულია. საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის უმცირესობების უფლებები კონსტიტუციით არის დაცული. დაცულია გამოხატვის თავისუფლებაც. ეს 2012 წლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.
ფსევდოლიბერალიზმის სახიფათო პროპაგანდას კანონით დარეგულირება სჭირდება – ასეთი პოზიცია ევროპის უამრავ ქვეყანაში აქვთ როგორც პოლიტიკოსებს, ასევე საზოგადოებასა და სასულიერო პირებს, ყველას, ვინც იცავს ადამიანის უფლებს და ვისთვისაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება.
„იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ სპეცრეპორტაჟში საუბარია არაერთ საერთაშორისო კვლევაზე, რომელიც ადასტურებს, რომ სწორედ პროპაგანდის შედეგად იზრდება ახალგაზრდებში რიცხვი, ვინც საკუთარ თავს ლგბტ თემთან აიდენტიფიცირებს. დეტალები ნახეთ სპეცრეპორტაჟში.

