„პატრიარქი დღეს დილით თავს სუსტად გრძნობდა და ამიტომ ვერ მივიდა სამებაში წირვაზე,“- ამის შესახებ ილია მეორეს ექიმმა შალვა პეტრიაშვილმა განაცხადა.
„პატრიარქის მდგომარეობა არის კარგი, სტაბილური. დილით მას ჰქონდა მცირედ გამოხატული სისუსტე.
გერმანელი ექიმების რეკომენდაციაც იყო, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ის ყოფილიყო მშვიდად, ჰქონოდა ნაკლები ფიზიკური და ემოციური დატვირთვა, მაგრამ მოგეხსენებათ, აქ მიმდინარე მოვლენების გამო ეს არ გამოვიდა. ამიტომ, რასაკვირველია, ამ ყველაფერმა იმოქმედა. ამ ეტაპზე საშიშროება არაფერი იკვეთება მისი ჯანმრთელობის მხრივ და საღამოს, სავარაუდოდ, უწმინდესი მიბრძანდება სამებაში”, – განაცხადა ექიმმა.
კომენტარები