ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ამერიკული ტანკები დღეს რუსთაველზე დგანან არა საქართველოს დასაცავად, არამედ რუსეთის გასაღიზიანებლად, რადგან მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩაერთვებიან. რა უხარიათ თინათინ ხიდაშელს და ზოგიერთ დოლარებზე გაყიდულ ქართველს გაუგებარია. არაერთხელ ვნახეთ, რა დახმარება გაგვიწიეს მათ 90-იანებში. მერე 2008-ში პამპერსები და წყალი რომ გამოგვიგზავნეს. ოდესღაც ჭკუა ხომ უნდა ვისწავლოთ და მივხვდეთ, რომ სტრატეგიული მოკავშირე და მეგობარი ის არის ვინც ძნელბედობის დროს დაგვიდგება გვერდში და ომში მარტო არ დაგვტოვებს და არა ის მილიარდობით გრანტებს რომ გამოყოფს ეკლესიის და ეროვნული ფასეულობების ინტერესების წინააღმდეგ საბრძოლველად.”
კომენტარები