შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“საქართველოს საზღვარზე დგას მთაში, ყინვასა და თოვლში, მორიგეობის შემდეგ დაღლილი, გათოშილი ბრუნდება და დღიურ საკვებთან ერთად 50 გრამ შოკოლადს იღებს…
ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს იცავს, მიუვალ ადგილებს ლაშქრავს და დღეში რამდენიმე ნატეხი სიტკბო ერგება სახელმწიფოსგან…
წვევამდელია, პატარა ბიჭია და ზოგჯერ შეიძლება შოკოლადიც მოენატროს…
კრიმინალს ებრძვის დღენიადაგ, უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას და… რაღა გავაგრძელო…
არის რაღაც , რაც ხელშეუხებელია. ესეც ადამიანობის ერთგვარი საზომია… მათ განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდებათ…”
კომენტარები