ვაკის რაიონში, სოფელ ახალდაბისა და მის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას 19:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.
„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის. დამატებითი შეკითხვებისათვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს 240 40 04“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
კომენტარები