ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი თევდორაშვილმა მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.
“ვისაც მისი მონახულების სურვილი ექნება, იმედია ხელი არავის შეეშლება”, – აღნიშნა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.
მისი ინფორმაციით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“მამა გიორგი თავს შედარებით კარგად გრძნობს. ითხოვს წმინდა ზიარების მიღებას. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვთხოვ, რომ მამა გიორგი ლოცვებში მოიხსენიონ, მას სჭირდება ჩვენი თანადგომა და გამხნევება.
ჩვენ ვისაუბრეთ როგორც სულიერმა ძებმა და მან აღნიშნა, რომ ამ საქმეში უდანაშაულოა”, – განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა “რუსთავი 2”-თან.
კომენტარები