ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპილოტის, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში რამდენიმე წუთის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები შევიდნენ. ისინი სავარაუდოდ, მეუფე დიმიტრის შეხვდებიან. ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრის ახლობელია, თუმცა, თავად მიტროპილოტმა დეკანოზთან ახლო ურთიერთობა უარყო.
დეკანოზმა მთავარი პროკურატურისთვის ჩვენების მიცემისას ოჯახის უსაფრთხოების ზომების მიღება მოითხოვა. ამ მიზეზით მან გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. დეკანოზის დედა კი აცხადებს, რომ ამ დრომდე მათ ოჯახს საფრთხე არ შექმნია.
კომენტარები