ამერიკულ გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის რეაქცია რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმაზე დადებითი არ იყო.
კითხვაზე, გააფრთხილეს თუ არა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა რუსეთის ტერიტორიაზე ენერგეტიკულ ობიექტებზე ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ, ზელენსკიმ უპასუხა:
ამაზე აშშ-ის რეაქცია არ იყო დადებითი. [თუმცა] ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი დრონები. ვერავინ გვეტყვის, რომ არ შეგვიძლია [ამის გაკეთება].
„თუ არ არსებობს საჰაერო თავდაცვა ჩვენი ენერგეტიკული სისტემის დასაცავად და რუსები თავს ესხმიან მას, ჩემი კითხვაა: რატომ ვერ ვუპასუხებთ მათ? [რუსეთის] საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ცხოვრება ბენზინის, დიზელის, ელექტროენერგიის გარეშე. ეს Სამართლიანია“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.