რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ვინმეს მიერ იყოს მოკლული.
ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკურმა სტრატეგმა და პოლიტოლოგმა, ჯეისონ სმარტმა ტელეკომპანია FreeDom-თან საუბარში თქვა.
მისი თქმით, რუსეთის ლიდერის გარშემომყოფებს ესმით, რომ მისი ეპოქის დასასრული მალე დადგება, ის ვეღარ აკონტროლებს იმას, რაც რუსეთის ფედერაციაში ხდება.
„მას აღარ შეუძლია, ვერ მოიგებს ომს სხვა ქვეყანაში და რუსეთის ეკონომიკა დღითიდღე უარესდება. ახლა რუსეთში კარგი არაფერი ხდება. ვფიქრობ, დადგება დღე, როდესაც პუტინის წრიდან ვინმე მას მოკლავს“, – განაცხადა სმარტმა.
მისი თქმით, რუს ოლიგარქებს ესმით, რომ ამჟამინდელი ლიდერის გარეშე ყველაფერი უკეთესი იქნება.
კომენტარები