რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გავხდით სქართველოში დემოკრატიის მარცხის მომსწრეები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, დიდ პალატას მხოლოდ 6 საათი დასჭირდა გადაწყვეტილების გამოსატანად, რაც ძალიან მცირე დროა ასეთი საქმის განსახილველად.
„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გავხდით საქართველოში დემოკრატიის მარცხის მომსწრეები, საქართველოში დამარცხდა სიტყვის თავისუფლება, დამარცხდა მართლმსაჯულება. სასამართლო სისტემა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ძალიან გულუბრყვილოა, ვინც ფიქრობს, რომ 1 მარტს ხელშეკრულების უკან წაღება ასევე მარტივად ვერ მოხდება. რა თქმა უნდა მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანაირ კარს დაგვიკეტავენ. ვგულისხმობ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლების მიზანიც ეს იყოს. „რუსთავი 2“ იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, რომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში მოხდა ყველაფერი, მათ შორის დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 6-საათიანი განხილვის შემდეგ. ეს საქმე შედგება უამრავი ტომისგან, რომელიც წასაკითხია თუ გინდა რომ გადაწყვეტილება მიიღო ობიექტურად“, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამია – გავხდით საქართველოში დემოკრატიის მარცხის მომსწრეები
02.03.2017 21:59:48

კომენტარები
ნანახია: 1258 ჯერ