ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ რუსთავი-2-ის დირექტორობის მისთვის სასურველ კანდიდატებში დავით დვალია.
ხალვაშის თქმით, რაც შეეხება ტელეკომპანიის წილებს, მან ტელევიზიის დამფუძნებლებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არათუ არხის 50%-იანი წილი, როგორც ეს მანამდე საჯაროდ ითქვა, არამედ 100%-იც კი დაუთმოს.
“მე არ მჭირდება ტელევიზია ჩემი ინტერესების დასაცავად. მე კომერსანტი ვარ. არ ვაპირებ არხის გაყიდვას, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება დავიტოვებ ტელევიზიას“, – თქვა ხალვაშმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
კომენტარები