ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას 100 მილიარდი დოლარის ოდენობის მოკავშირეთა კონტრიბუციის ფონდი უკრაინისათვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, ფონდი ხუთი წლის პერიოდზე იქნება გათვლილი და ალიანსის წევრები გენერალური მდივნის წინადადებას განიხილავენ.
ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, წინადადება, რომელსაც სჭირდება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 32 მოკავშირის თანხმობა, სავარაუდოდ შეიცვლება მანამ, სანამ მოკავშირეები შეთანხმდებიან.
კომენტარები