საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.
კულტურის სამინისტროსგან ანსამბლ „სუხიშვილებს“ გადაეცა 184 ერთეული სასცენო სამოსი, კერძოდ, 24 კომპლექტი ჩოხა, 50 ერთეული შარვალი, 50 ერთეული ახალუხი, 40 ცალი ყაბალახი, 20 ერთეული ხორუმის შარვალი.
2022 წელს კულტურის სამინისტროსგან ანსამბლ „სუხიშვილებს“ გადაეცა 212 ერთეული სასცენო სამოსი და აქსესუარი, კერძოდ, 38 კომპლექტი ჩოხა, 20 ცალი მამაკაცის „ხევსურულის“ გულისპირი, 36 ცალი ქუდი (20 „ხევსურულის“ და 16 ყარაჩოხელის), ოთხი კომპლექტი ქალის კაბა, 81 შარვალ-ახალუხი, 32 წყვილი პაჭიჭი.
ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“, რომელთანაც კულტურის სამინისტრომ 2022 წელს 133 360 ლარი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ სასცენო სამოსი შეკერა რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისა და „სათანაოსთვის“. ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.
2023 წელს კულტურის სამინისტრომ სასცენო სამოსი დაამზადებინა ასევე ათი ანსამბლისთვის: „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“, ა(ა)იპ „ხალხური სიმღერისა და ცეკცის ანსამბლი ნართები“, ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრი – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი“, ა(ა)იპ „თუთარჩელა-2004“, ა(ა)იპ „ანსამბლი მე რუსთველი“, სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“, სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი, კვინტეტი „ურმული“ (ფიზიკური პირი ნუგზარ ქავთარაძე), სსიპ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“), ა(ა)იპ სამეფო ნაციონალური ბალეტის დასი.
„მაღალი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არსებული ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა. დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოცხადდა პირველი ტენდერი. 2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისთვის. 2023 წელს სასცენო სამოსის დასამზადებლად გამოიყო 146 068 ლარი და ათი ანსამბლისთვის სასცენო სამოსი (117 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ექვსი ხევსურული ჯუბა და 52 კაბის კომპლექტი) შეიკერა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.