ორგანიზაციებმა იანვარში უნდა შეავსონ დეკლარაცია და ფინანსები გახადონ საჯარო. რა არის პრობლემა? რატომ არის ეს კანონი რუსული? – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის კანონის შესახებ.
მან ასევე, განმარტა, რომ კანონი არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს.
„ორგანიზაციებმა იანვარში უნდა შეავსონ დეკლარაცია და ფინანსები გახადონ საჯარო. რა არის პრობლემა? რატომ არის ეს კანონი რუსული? დეკლარაციის შევსებაში პრობლემა რა არის? ფიზიკურ პირთან ამ კანონს არანაირი შეხება არ აქვს. არც ერთ ფიზიკურ პირს – არც ერთ ფერმერს თუ სტუდენტს ეს არ შეეხება. სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ გეხებათო. რა შუაში იყო სტუდენტი? ეხება ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს და მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ყოველ იანვარში წინა წლის ფინანსების შესახებ დეკლარაცია უნდა შეავსონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.