ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “რუსთავი2”-ში მისი მუშაობის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი იყვნენ ის ხელმძღვანელები, რომელთან ერთადაც პირველად დაიწყო ტელევიზიაში მუშაობა. მისივე თქმით, დავით დვალი იყო მისი პირველი სატელევიზიო ჩართვების და რეპორტაჟების მასწავლებელი.
“ერთი რამ უნდა ვთქვა, მე მინდა ვიყო აბსოლუტურად გულწრფელი, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მე ვმუშაობდი, როდესაც პირველად დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა.
უფრო მეტიც შემიძლია ვთქვა, ჩემი პირველი რეპორტაჟების და პირდაპირი ეთერების მასწავლებელი იყო დავით დვალი, მაშინ ფურცლებით და კალმებით ვმუშაობდით, ამიტომ მე არ ვიქნები ობიექტური, რომ არ ვთქვა და არ დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა მათ მიმართ”– განაცხადა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქციის” შესავალ ნაწილში.