“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა აქციიდან პირდაპირ ეთერში ომბუდსმენს დაურეკა. თუმცა როგორც პოლიტიკოსმა თქვა, ლევან იოსელიანი მის ზარებს არ პასუხობს.
სამადაშვილის თქმით, ომბუდსმენი ვალდებულია, გამოვიდეს და ირაკლი კუპრაძის დაკავებაზე რეაგირება მოახდინოს.
“ახლა ვურეკავ სახალხო დამცველს, მესამე ზარი შემოგდის. ლევან… შენ ხარ ამ ქვეყნის სახალხო დამცველი, დააპატიმრეს პოლიტიკური ლიდერი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ტელეფონს არ პასუხობ. ნუ შეხვალ ამ ქვეყნის ისტორიაში, როგორც ყველაზე სამარცხვინო სახალხო დამცველი. გამოდი და გაგვეცი პასუხი, სად არის ირაკლი კუპრაძე” – ამბობს სალომე სამადაშვილი.
კომენტარები