ევროპის ყველაზე დიდი სცენა მთელი კონტინენტის ყურადღების ცენტრშია. შვედეთში დღეს „ევროვიზიის“ ფინალი შედგება.
23:00 საათზე დაიწყება კონცერტი, სადაც 24-ე ნომრად გამოვა შვიდ წლიანი პაუზის შემდეგ „ევროვიზიის“ ფინალში პირველად გასული ნუცა ბუზალაძე.
„ბოლომდე უნდა მივაწვეთ და ვაჩვენოთ ყველას, როგორი მაგარი ნომერი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ძალიან საამაყო შედეგს მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ თითოეული ქართველი ისე იყოს მონდომებული, როგორც მე ვარ იმაში, რომ საქართველომ გამარჯვება მოიპოვოს“, – აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ „ქრონიკასთან“.
კომენტარები