თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა,მე მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
“თინა ბოკუჩავა, როგორც თავისი მოძალადე პარტიის ნათელი მაგალითი – მარიამ ლაშხზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ამ ალქაჯმა, ჩვეულებრივი ქალი ალქაჯი. მე მოვითხოვ, რომ ამ ადამიანმა, ადამიანსაც ვერ ვუწოდებ – ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი. წარმოუდგენელია ასეთი ძალადობა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
კომენტარები