ამ ადამიანმა ძალიან კარგად დაინახა რა ხელისუფლებაა, ვისთან აქვს საქმე და რომ ძალიან მტკიცე პოზიციები არსებობს, – ასე შეაფასა ზურაბ აბაშიძემ ჯიმ ობრაიენის ვიზიტი საქართველოში. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი საქართველოში იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
ის ასევე გამოეხმაურა კონკრეტულ შენიშვნებს, რომლებიც ობრაიენმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ დაასახელა.
„ძალიან საინტერესო შენიშვნებია, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზად ვართ კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნებისთვის, რომლებიც ფართოდ იქნება განხილული და შემდგომ შეტანილი [კანონში], რაც დაამშვიდებს ვითარებას“, – განაცხადა აბაშიძემ.
კომენტარები