ჩიკაგოში, დეპოლის უნივერსიტეტის კამპუსში დაბანაკებული პალესტინის მხარდამჭერები პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. დემონსტრაციის დაშლისას სამართალდამცველებმა რამდენიმე სტუდენტი დააკავეს.
კამპუსში პალესტინის მხარდამჭერები თითქმის სამი კვირის განმავლობაში იყვნენ დაბანაკებული.
დეპოლის უნივერსიტეტის ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ ასობით სტუდენტმა საპროტესტო აქცია კამპუსის მოპირდაპირე მხარეს გამართა.
კომენტარები