ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა „ფიორენტინასთან“ ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
ევროთასების საგზურისთვის ბრძოლაში „ნაპოლის“ მთავარი კონკურენტი „ფიორენტინაა“. კვარაცხელიამ ფლორენციელთა კარის აღება ეფექტური საჯარიმო დარტყმით მოახერხა.
11 გოლთან ერთად, ამ სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ექვსი საგოლე გადაცემაა.
კომენტარები